თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet -ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სტამბოლი თბილისი სტამბოლი -ს მიმართულებით დაამატებს კვირაში 7 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 14 სიხშირით, დღეში ორჯერ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, AJet -ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა 17 ივნისს მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ajet საქართველოში ოპერირებას 20 აპრილიდან დაიწყებს სტამბოლი თბილისი სტამბოლი -ს მიმართულებაზე.
AJet -ის ხელბარგის გადატანის წესები
[tp_cheapest_ticket_each_day_month_shortcodes title=”თბილისი სტამბული ავიაბილეთები” button_title=”ავიაბილეთები {price} -დან” origin=”TBS” destination=”IST” filter_airline=”VF”]

